Application intake for Leadership Academy for Development (LAD) Program

Application intake for Leadership Academy for Development (LAD) Program

გაიგე მეტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 21 წლისაა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 21 წლისაა

გაიგე მეტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 20 წლისაა!

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი 20 წლის გახდა!

გაიგე მეტი
თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია: Слава Україні

თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

გაიგე მეტი
დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!

დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!

გაიგე მეტი
EPRC-ის დაბადების დღეა!

Happy Birthday, EPRC!

გაიგე მეტი
დემოკრატიის საერთაშორისო დღე

დემოკრატიის საერთაშორისო დღე

გაიგე მეტი
წიგნის პრეზენტაცია: ქვეყანა ზღვარზე – საქართველოს მხარდაჭერისთვის

წიგნის პრეზენტაცია: ქვეყანა ზღვარზე – საქართველოს მხარდაჭერისთვის

გაიგე მეტი
შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

გაიგე მეტი
ფრონტისპირა დემოკრატია | ჟურნალის წარდგენა

ფრონტისპირა დემოკრატია | ჟურნალის წარდგენა

გაიგე მეტი

პუბლიკაციები

საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგოდამოკიდებულების მიმოხილვა

საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგოდამოკიდებულების მიმოხილვა

გაიგე მეტი
საქართველო და ჩინეთი ევროინტეგრაციის კონტექსტში

საქართველო და ჩინეთი ევროინტეგრაციის კონტექსტში

გაიგე მეტი
ნაოსნობა ღია ზღვაზე: რეფორმირება და ევროკავშირის გაფართოება 21 საუკუნეში  –  საქართველოს ხედვა

ნაოსნობა ღია ზღვაზე: რეფორმირება და ევროკავშირის გაფართოება 21 საუკუნეში – საქართველოს ხედვა

გაიგე მეტი
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება

ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება

გაიგე მეტი
საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში

საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში

გაიგე მეტი
განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა: სტრატეგიული ხედვა

განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა: სტრატეგიული ხედვა

გაიგე მეტი

სიახლეები

პროექტები

შემოწირულობები

თუ სურვილი გაქვთ “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”
უფრო გაიზარდოს და გაძლიერდეს, მის საქმიანობას შემოწირულობის საშუალებით შეგიძლიათ დაეხმაროთ.

icon

საბანკო რეკვიზიტები

საბანკო რეკვიზიტი : ს.ს. ” თიბისი ბანკი ”

ბანკის კოდი : TBCBGE22

მიღების ანგარიში : GE48TB0600000105700303

მიმღების სახელი : ააიპ ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი

ჩვენი გუნდი

დავით ჭკადუა

დავით ჭკადუა

EPRC-ის საპატიო პრეზიდენტი
დავით ჭკადუა

დავით ჭკადუა

EPRC-ის საპატიო პრეზიდენტი

დავით ჭკადუა არის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის  (EPRC) ერთ–ერთი დამაარსებელი და დირექტორი (2002-2006). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ასპირანტურის განყოფილება. არის ტოკიოს სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის მაგისტრი ეკონომიკური მოდელირების მიმართულებით. ამასთანავე, მიიღო ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მაგისტრის ხარისხი ფინანსისტის სპეციალობით. არის EPRC-ის საერთაშორისო კვლევითი პროექტების ორგანიზატორი. მიღებული აქვს კვლევითი გრანტები მსოფლიო ბანკიდან, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE) – საქართველოსათვის ეკონომიკის პროგნოზირების, CGE-ის მოდელის შექმნისათვის. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო ექსპერტი. მუშაობს ამსტერდამში (ING) ბანკის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

ნინო ევგენიძე

ნინო ევგენიძე

აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ევგენიძე

ნინო ევგენიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ნინო ევგენიძე არის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი და “ამერიკული ინტერესი – საქართველოს” გამომცემელი. McCain Institute-თან ერთად ნინო ევგენიძემ დააფუძნა ,,თბილისის საერთაშორისო კონფერენცია”, ხოლო სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) თანამშრომლობით შექმნა ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD). ის ასევე არის ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის თანადამფუძნებელი.

2013 წელს ნინომ დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამა. მსოფლიო ბანკის სტიპენდიით სწავლობდა გაერთიანებული ვენის ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის მართვის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდია (Chevening Fellow) და მიენიჭა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი (LSE). ნინო ფლობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან. ამას გარდა, არის ჰოლანდიის მთავრობის სტიპენდიანტი (Nuffic Fellow) და მაასტრიხტის უნივერსიტეტში მიღებული აქვს დიპლომი საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის სპეციალობით.

ნინო ევგენიძე, ,,რადიო თავისუფლების” ყოველდღიური დილის ეკონომიკური გადაცემის წამყვანად მუშაობდა. მას აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში – ეკონომიკური რეფორმების ცენტრში მრჩევლად, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ამასთანავე, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიების მედია კოორდინატორი. ნინო ევგენიძე არის საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის საბჭოს თავმჯდომარე.

ირინა გურული

ირინა გურული

დირექტორის მოადგილე
ირინა გურული

ირინა გურული

დირექტორის მოადგილე

ირინა გურული ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გუნდს 2011 წლიდან შემოუერთდა. ამჟამად ის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს და პასუხისმგებელია ცენტრის კვლევით საქმიანობაზე.

ირინა გურულს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე ის  მუშაობს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის, კვლევითი საქმიანობის წარმოების, ტრენინგის და ადვოკატირების მიმართულებით.

ირინა გურული ასევე ეწევა აკადემიურ საქმიანობას. 2015 წლიდან ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ხოლო 2020 წლიდან იკავებს ასოცირებული პროფესორის თანამდებობას მეწარმეობის მიმართულებით. ირინა ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მას აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და ეკონომიკაში იონშოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლიდან (შვედეთი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირინას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაციით. ირინა არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული.

თამარ ხორბალაძე

თამარ ხორბალაძე

განათლების მიმართულების ხელმძღვანელი
თამარ ხორბალაძე

თამარ ხორბალაძე

განათლების მიმართულების ხელმძღვანელი

თამარ ხორბალაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს 2004 წელს შემოუერთდა. წლების განმავლობაში იგი იყო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი და ექსპერტი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მან გაიარა შვედეთის მედიის უმაღლესი სკოლის (FOJO) გადამზადების კურსები, ასევე, ვენის IMFის ინსტიტუტის კურსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ბიუჯეტირებაში;

გავლილი აქვს როიტერის ტრენერების ტრენინგი; მიღებული აქვს მონაწილეობა აშშ-ს საზოგადოებრივი კავშირების პროგრამაში. 1995 წლიდან მუშაობდა გაზეთ “დრონში”, “24საათში”, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალ “ტაბულაში”, რადიოში “მწვანე ტალღა”. იყო ეკონომიკური მიმომხილველი, ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემის წამყვანი. წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ჟურნალისტიკას. ასევე იყო UNDP-ის მიწვეული ტრენერი საზოგადოებრივი დამცველისა და მედია-პროგრამებში; ამჟამად ასწავლის თსუ-ში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის “თსუ მეცნიერება” მთავარი რედაქტორი.

ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე

ლაშა დოლიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გუნდს 2006 წელს შემოუერთდა. მას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. ლაშა იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის სოფლის მეურნეობის კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე. მუშაობდა პროექტის მენეჯერის თანაშემწედ CNFA საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ იყო დაფინანსებული. ის ასევე ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომპონენტს USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში – AgVantage, სადაც პასუხისმგებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროსათვის. ლაშა იყო ეკონომიკური რეფორმების ცენტრისა და სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის კაბინეტთან არსებული ინვესტიციების მოზიდვის საბჭოს მრჩეველი. ის ფლობს განვითარების ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს უილიამის კოლეჯიდან, აშშ.

შოთა ღვინერია

შოთა ღვინერია

უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი
შოთა ღვინერია

შოთა ღვინერია

უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი

შოთა ღვინერია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გუნდს 2017 წელს შეუერთდა უფროსი მკვლევარის ამპლუაში. 2001 წლიდან მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. ბოლო პერიოდში ის მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში მდივნის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე ის მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციაზე. შოთა ღვინერია ასევე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად. 2010-2014 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მას ეკავა ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის და ნატო-ს სამმართველოს თანამდებობები.

2006-2008 წლებში შოთა ღვინერია მივლინებული იყო მრჩევლად ნატო-ში საქართველოს მისიაში. 2015 წელს მას მიენიჭა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სტრატეგიულ სწავლებათა მაგისტრის ხარისხი. 2005 წელს ის გახდა მადრიდის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მანამდე, შოთამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მოიპოვა საჯარო მოხელის მაგისტრის წოდება.

გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე

უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში
გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე

უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში

გიორგი ბაქრაძე 2014 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს . EPRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა უფროს მრჩევლად ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტში. 2003-2007 წლებში და 2010 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2010 წლის მაისიდან იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში.

გიორგი ბაქრაძე არის უილიამის კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის მაგისტრი ეკონომიკის სპეციალობით (2003 წ.). ის გახლავთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროგრამების კურსდამთავრებული 2007-2010 წლებში. ასევე მიღებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა ხარისხი (1996 წ.) და გახლავთ ცენტრალური ბანკის თანამშრომელთათვის გამართული არაერთი კურსის თუ სემინარის (Bank of England, Swiss National Bank, Joint Vienna Institute, IMF Institute, და ა.შ.) მონაწილე.

მას აქვს სამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება, ხოლო 2012 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთანაც. გიორგი ბაქრაძეს გააჩნია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილებაც, დაიწყო რა თავისი კარიერა ამ სფეროში თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტში (1997-2000 წწ). მისი ინტერესები ეკონომიკის ფარგლებსაც სცდება. იგი გახლავთ საქართველოს ტელევიზიის ინტელექტუალური შოუს წარმატებული მონაწილე და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზის მფლობელი.

გიგი გიგიაძე

გიგი გიგიაძე

უფროსი მკვლევარი
გიგი გიგიაძე

გიგი გიგიაძე

უფროსი მკვლევარი

გიგი გიგიაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გუნდს 2021 წლის მარტში შეუერთდა უფროსი მკვლევარის სტატუსით. 2001 წელს მან დაამთავრა საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნის მაგისტრის ხარისხით. სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა გერმანიაში და 1999 წელს ალფრედ ტოეპფერის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში აკადემიური სასწავლო წლის მანძილზე სწავლობდა პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს ჰამბურგის უნივერსიტეტში.

მას, როგორც კარიერულ დიპლომატს, გააჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება. 2000 წლიდან მოყოლებული გიგი გიგიაძეს სხვადასხვა თანამდებობები ეკავა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში, სადაც თავიდან კურირებდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ხოლო შემდეგ იყო აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორი.

2014-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, გიგი გიგიაძე კურირებდა საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს უშუალო მეზობლებთან, ევროპის ქვეყნებთან და ევროკავშირთან. ამავე დროს ის იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკითხებში საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი.

ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მანძილზე გიგი გიგიაძე მსახურობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიებში ათენსა და ბერლინში, სადაც პასუხისმგებელი იყო როგორ ორმხრივ პოლიტიკურ, ასევე საკონსულო საკითხებზე. 2021 წლის მარტამდე გიგი გიგიაძე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში რეზიდენციით კოპენჰაგენში.

გიორგი ორმოცაძე

გიორგი ორმოცაძე

მკვლევარი
გიორგი ორმოცაძე

გიორგი ორმოცაძე

მკვლევარი

გიორგი ორმოცაძე არის ტარტუს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი, ბალტიის ზღვის რეგიონზე სპეციალიზებით. გარდა ტარტუს უნივერსიტეტისა, ის ასევე სწავლობდა ჩარლზის უნივერსიტეტში. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიაში.

გიორგი ორმოცაძეს აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ანალიტიკურ ცენტრებსა და კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორისაა,  ესტონეთის ადამიანთა უფლებათა ინსტიტუტი, ბალტიის ჟურნალი, და პრაღის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. გიორგი არის  ბალტიის ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესების სფერო მოიცავს ევროპული ინტეგრაციის, ბალტიის ზღვის რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და რუსული რბილი ძალის საკითხებს.

ზაზა შენგელია

ზაზა შენგელია

საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელი
ზაზა შენგელია

ზაზა შენგელია

საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელი

ზაზა შენგელია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელი და “American Purpose – საქართველოს” აღმასრულებელი რედაქტორია.

ზაზა შენგელია სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ანალიტიკური მუშაობის გამოცდილების გარდა, მას აქვს საგამომცემლო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, მათ შორის ფრენსის ფუკუაიამას, ლარი დაიმონდის, ჯონ მაკკეინის და დევიდ კრამერის წიგნები.

ნინო თურქია

ნინო თურქია

პროექტების კოორდინატორი
ნინო თურქია

ნინო თურქია

პროექტების კოორდინატორი

ნინო თურქია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების კოორდინატორია. მას მიღებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „მართვისა და სოციალური მეცნიერებების“ ბაკალავრის ხარისხი.

ის მუშაობდა კვლევებზე როგორც სოციალური და კულტურული, ასევე პოლიტიკური ანთროპოლოგიის მიმართულებით.

ნინოს მიღებული აქვს მრავალპროფილური სამუშაო გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ის იყო Forbes 30 Under 30 Georgia-ს პროექტის ჯუნიორ მენეჯერი,  სტარტაპ მედია პლატფორმის რედაქტორი. ჟურნალისტის ამპლუაში აქტიურად თანამშრომლობდა ისეთ წამყვან ბიზნეს გამოცემებთან, როგორებიც არის: Forbes Woman Georgia და Business Media Georgia (BMG).

მარეხი გურული

მარეხი გურული

ფინანსური მენეჯერი
მარეხი გურული

მარეხი გურული

ფინანსური მენეჯერი

მარეხი გურული 2018 წლიდან შეუერთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს. მას აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ნორმატივების დეპარტამენტის უფროსად, სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებში რეპორტინგის მენეჯერად, ფინანსურ დირექტორად. დამთავრებული აქვს ACCA და არის მისი წევრი. 2015 წლიდან არის სერტიფიცირებული (რეგისტრირებული) აუდიტორი.

დაგვიმეგობრდი