შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან
 17/06/2020

16 ივნისს, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში, GEclose2EU პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოში რეგისტრირებულ დიზაინერებთან. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ახალი ინიციატივები, მიმდინარე გამოწვევები და სამომვალო შესაძლებლობები.


GEclose2EU პროექტს ახორციელებს ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC), სააგენტოსთან - "აწარმოე საქართველოში" (Enterprise Georgia) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის შუალედური შედეგები, განხორციელებული აქტივობები, ასევე ის შესაძლებლობები რითაც ბენეფიციარებს სახელწმიფო პროგრამები უახლოეს მომავალში დაეხმარება.

GEclose2EU, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დაიწყო, მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ხელშეწყობას მათი კონკრურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე ახალი სექტორების განვითარების ხელშეწყობას, და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მხარდაჭერას.