რეკომენდაციები SARS-COV-2-ის ეპიდემიის მართვისთვის საქართველოში   
 16/05/2020

2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შეიქმნა პლატფორმა, რომლის მიზანია ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის და გრძელვადიანი ხედვის განსაზღვრისთვის, პოზიციების, არგუმენტირებული მოსაზრებების და რეკომენდაციების შემუშავება. ჯგუფის წევრები არიან ჯანდაცვის, ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის სფეროში პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ სურვილი და მზაობა მსოფლმხედველობითი განსხვავების მიუხედავად, შეთანხმდნენ  ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოს განვითარებისთვის საუკეთესო მიდგომებზე.

SARS-COV-2-ის ეპიდემიის გავრცელების გამო სამუშაო ჯგუფი აქტიურად ჩაერთო აღნიშნული პანდემიის გარშემო შექმნილი პრობლემური საკითხების განხილვაში.  საქართველოში Covid-19-ის ეპიდემიის შესაკავებლად, მთავრობა მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. კრიზისის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ იგი ნეგატიურად შეეხო არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს.

ჯგუფში გაერთიანებული პროფესიონალების  მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიზანია, დაეხმაროს მთავრობას ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში.
ჯგუფმა სამუშაო პროცესში მოამზადა სამი დოკუმენტი - 15 აპრილის (ჯანდაცვა), 23 აპრილის (ეკონომიკა) და 1 მაისის (რჩევები ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით) მდგომარეობით და გაუზიარა ხელისუფლებისა და საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს.

პუბლიკაციების სრული ვერსიები იხილეთ აქ:

1. რჩევები ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოსახსნელად - ნაწილი I - ჯანდაცვა

2. რეკომენდაციები შეზღუდვის პოლიტიკიდან გამოსასვლელად - ნაწილი II - ეკონომიკა

3. რჩევები ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით