ჟურნალი „ამერიკული ინტერესი"
 20/03/2020

2005 წელს დაარსების შემდეგ ჟურნალი „ამერიკული ინტერესი" შეერთებული შტატების შიდა და საგარეო პოლიტიკის, კულტურისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაციის წამყვან წყაროდ ჩამოყალიბდა.

ჟურნალის ძირითადი იდეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველისთვის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული გაგების საშუალების მიცემა იყო. „ამერიკული ინტერესის" დამაარსებლის, პროფესორ ფრენსის ფუკუიამას სიტყვებით, ჟურნალის მისია „ამერიკის მსოფლიოსთვის, ხოლო ამერიკელებისთვის მსოფლიოს ახსნაა".

2020 წლის დასაწყისში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC), „ამერიკული ინტერესის" ქართულენოვან ვერსიას ლიცენზირებულად გამოსცემს. ეს ჟურნალის პირველი უცხოურენოვანი გამოცემა იქნება.