სამუშაო შეხვედრა არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინის ბენეფიციარ კომპანიებთან
 29/01/2020

29 იანვარს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) ფარგლებში, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინის სექტორის კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-6 თავის ფარგლებში, მომსახურებით ვაჭრობის სფეროში, ბაზრის ლიბერალიზაციის, ნაკისრი ვალდებულებების და მინიჭებული შეღავათების განხილვა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია აღნიშნულ სექტორში ევროკავშირში მოქმედი ძირითადი რეგულაციების, ბაზარზე შეღწევასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური ბარიერებისა და შიდა ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ევროპის ბაზარზე აღნიშნული მომსახურების ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შესაძლებლობების და დაბრკოლებების თაობაზე.