„სითი მოლი საბურთალო“ ქართველ მეწარმეებს უმასპინძლებს
 16/12/2019

17 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით სითი მოლი საბურთალოს ეზოში საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ყოველდღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე საშობაო სოფელი ადგილობრივ მეწარმეებს უმასპინძლებს, რომელებიც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას შესთავაზებენ.

საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU'' ფარგლებში გაიმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" პარტნიორობით.  

პროექტში აწარმოე საქართველოს 100-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს მონაწილეობას. მეწარმეებს საშუალება ექნებათ ბაზრობის სტუმრებს პირადად გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გამოფენილი ნაწარმი.  საშობაო სოფელში  ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები. სტუმრებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ  საახალწლო ღონისძიებებში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ ქართული პროდუქცია, ნუგბარი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს ადგილობრივი ნაწარმი და დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში.

საშობაო სოფელი ქავთარაძის N1-ში, სითი მოლი საბურთალოს ეზოში 17 დეკემბერს გაიხსნება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.ღონისძიება ხორციელდება პროექტის GEclose2EU-ს ფარგლებში. (დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: www. Geclose2eu.info)

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: https://www.facebook.com/events/520674088522156/

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSch6eWAdk4G3oza6dUhxNIr0pMftSLg9bhDj-sdlMQwmWEwtg/viewform?fbclid=IwAR2v5HNVXNvZasyLuYSUEAWAdcFVLZHQ8GTSvTPNLsyg5xtCDvzQz-WbhcI