" />
" />
მასწავლებლების ტრენინგი ლოპოტაზე
 16/12/2018
14-16 დეკემბერს, 2018, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი ლოპოტაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კონკურსის - „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“ გამარჯვებულმა მასწავლებლებმა.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები. მასწავლებლების კონკურსი მოეწყო აშშ საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ ფარგლებში. ტრენინგის დროს დამსწრეებმა მოისმინეს ლექციები და მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, რომლებიც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის თემებს ეხებოდა.

პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, გამარჯვებული მასწავლებლები ჩაატარებენ 2 ლექციას მოსწავლეებისთვის. მოხდება ჩატარებული ლექციების გადაღება, რის საფუძველზეც, საკონკურსო კომისია შეარჩევს 10 მასწავლებელს, რომლებიც 2019 წელს, ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში.