ფრენსის ფუკუიამას წიგნის - „იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის“ პრეზენტაცია თბილისში
 22/10/2018
22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსი, ფრენსის ფუკუიამას წიგნის - „იდენტობის თანამედროვე პოლიტიკა და ბრძოლა აღიარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა;

წიგნი მკითხველს თავად ავტორმა გააცნო. პრეზენტაციას მოდერირებას ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, დევიდ კრამერი უწევდა. 

ღონისძიება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრმა (CDDRL), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) ერთად ჩაატარა.