2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები
 11/12/2012
11 დეკემბერს,  3 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველომ“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ანგარიშის „საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია გამართა. 

 
ანგარიშში გაანალიზებულია, თუ  როგორ ასახავს საქართველოს ახლადარჩეული მთავრობა ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს ქვეყნის უმთავრეს ფინანსურ დოკუმენტებში და ამასთანავე, სთავაზობს მთავრობას მათი გადაჭრის შესაძლო გზებს.