პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პლატფორმები – ახალი წინასაარჩევნო პროექტი
 04/09/2012
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია და საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო წინასაარჩევნო პროექტს იწყებენ



თბილისი, 5 სექტემბერი, 2012 წელი – USAID/აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნო პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის მიზანია გაიზარდოს ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

პროექტის ფარგლებსი იმუშავებს ვებ–გვერდი www.econpolicyfact.ge, რომელიც ამომრჩევლებს დეტალურ ინფორმაციას მიწოდებს პოლიტიკური პარტიების პოზიციების თაობაზე მთელ რიგ საკითხებთან დაკავაშირებით (სოფლის მეურნეობა, სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ).

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები ასევე წარმოადგენენ პარტიათა პროგრამების ექსპერტულ შეფასებას და უმასპინძლებენ პოლიტიკური პარტიების დებატებს შესაბამის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში გაიმართება წამყვანი პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია შემდეგი განრიგით:

 

6 სექტემბერი, 12 საათი – სასტურმო თბილისი მარიოტი – ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია

10 სექტმბერი, 12 საათი – სასტუმრო თბილისი მარიოტი – ახალი მემარჯვენეების ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია

13 სექტემბერი, 12 საათი – სასტუმრო თბილისი მარიოტი – ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია

17 სექტემბერი, 12 საათი – სასტუმრო თბილისი მარიოტი – კოალიცია ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია

24 სექტემბერი, 12 საათი – სასტუმრო თბილისი მარიოტი – ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია


ლეიბორისტული პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციის თარიღი ამჟამად დგინდება და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.