English | Follow us
ეკონომიკური ნატო (საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ეკონომიკური პერსპექტივა)
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
ხანგრძლივობა: 2015
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანია პოლიტიკის შემმუშავებელი პირების და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მომზადდეს ანალიტიკური დოკუმენტი და მოხდეს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ეფექტიანობის შეფასება. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადრობის და მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას იმის თაობაზე, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. 

პროექტის ფარგლებში, 26-27 მარტს, თბილისში, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზანაესობის ცენტრთან (CDDRL) ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“. 

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნიკოლას ბერლინერი (მისიის უფროსის მოადგილე,აშშ საელჩო თბილისში); ტედ ვაიტსაიდი - ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა; აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის როლი რეგიონში; საქართველოს ადგილი ამ პროცესში და ა.შ. 

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარება დემოკრატიული რეფორმების სფეროში და ამავე დროს,  მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში. 

პროექტის პროდუქტები


ანგარიში -ეკონომიკური ნატო (საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ეკონომიკური პერსპექტივა)


< უკან
სიახლეები