English | Follow us
EPRC მედიაში
დეზინფორმაციის გამოაშკარავება და მასთან გამკლავება -  რუსთავი -2 "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის," "მაკკეინის ინსტიტუტისა" და არიზონას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის შესახებ., 27 მაისი, 2019

დეზინფორმაციის გამოაშკარავება და მასთან გამკლავება - საქართველოში "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის," "მაკკეინის ინსტიტუტისა" და არიზონას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი საქართველოში სოციალურ მედიაში რუსული დეზინფორმაციის ტენდენციებს გამოავლენს. რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შუალედურ შედეგებს პროექტის ავტორები საზოგადოებას აცნობენ. ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დევიდ კრამერი ამბობს, რომ პროექტის მიზანი დეზიფორმაციის გამოვლენაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მომავალ წელს ქვეყანას საპარლამენტო არჩევნები ელის. „მომავალ წელს არჩევნებია, რუსეთს სხვა ქვეყნის შიდა საქმეში ჩასარევად არჩევნები არ სჭირდება, თუმცა, არჩევნები არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპი დეზინფორმაციის თვალსაზრისით. რუსეთი ამას აკეთებს ჩემს ქვეყანაშიც, შეერთებულ შტატებში. დეზინფორმაციის გამოყენება ხდება, რომ ძირი გამოუთხარო მხარდაჭერას ევროკავშირის და ნატოს მიმართ, ასევე რადიკალური ნაციონალიზმის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა დევიდ კრამერმა. მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური განვითარების დირექტორი, ფრონ ნაზი კი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით სამი ძირითადი რამ გამოიკვეთება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. „პროექტით რამდენიმე რამის გამოვლენა გვსურს. პირველი, როგორია დეზინფორმაციის კამპანია. მეორე, ვინ შეიძლება იდგეს მის უკან და ხდება თუ არა მათი შესწორება. დღეს წარმოვადგინეთ მონაცემები 2017 წლიდან 2018 წლამდე. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ დეზინფორმაციის კამპანიას რეალურ დროში,“ - აცხადებს ფრონ ნაზი.
ვრცლად >
, 08 სექტემბერი, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ირინა გურული, მაესტროსთვის მიცემულ ინტერვიუში, სათამაშოების ბიზნესზე, ევრო რეგულაციების ამოქმედების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.
ვრცლად >
რუსთავი 2 , 28 თებერვალი, 2018

სამოქალაქო სექტორი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გავლენით გამოუძიებელ საქმეებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში დარწმუნებულები არიან, რომ მის მიერ საგამოძიებო ორგანოებზე არსებული არაფორმალური გავლენის გამო, მთავარი პროკურატურა ფარცხალაძის კომპანიასა და თბილისის მერიას შორის სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტს არ იძიებს.
ვრცლად >
რუსთავი 2, 07 თებერვალი, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე რუსთავი 2- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰერითიჯის ფონდის მკვლევარის, ლუკ კოფის ანგარიშში წარმოდგენილ გეგმას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთადერთ რეალურ გზად მიიჩნევს. 

ჰერითიჯის ფონდის მკვლევარის პრეზენტაცია ხვალ თბილისში გაიმართება. მოხსენების ავტორი ალიანსის წევრ ქვეყნებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ახსენებს და მოუწოდებს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ.
ვრცლად >
რუსთავი 2 , 01 თებერვალი, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის რუსთავი 2 -ისთვის მიცემული კომენტარი, რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდას შეკავებისთვის მთავრობის მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ვრცლად >
TV პირველი - საქმიანი დილა , 06 სექტემბერი, 2017

12-13 სექტემბერს მაკკეინის საერთაშორისო საექსპერტო ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. “მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალი.”
ვრცლად >
მაესტრო, 09 ივნისი, 2016

ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი თბილისში
ვრცლად >
იმედი, 09 ივნისი, 2016

ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი თბილისში
ვრცლად >
რუსთავი 2, 09 ივნისი, 2016

ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო Rooms-ში. კონფერენცია აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და მასში საქართველოს პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ენერგეტიკის დარგის ექსპერტები, ასევე ევროკავშირისა და თურქეთის ელჩები მონაწილეობენ.
ვრცლად >
http://ewmi-access.org/, 19 მაისი, 2016

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სალექციო კურსის შესახებ.
ვრცლად >
1
2 3 4 5
...
27