English | Follow us
ჩვენი გუნდი
დავით ჭკადუა – EPRC-ის საპატიო პრეზიდენტი
დავით ჭკადუა არის EPRC-ის (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის) ერთ–ერთი დაამაარსებელი და დირექტორი (2002-2006). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ასპირანტურის განყოფილება. არის ტოკიოს სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული ინსტიტუტის მაგისტრი ეკონომიკური მოდელირების სპეციალობით. ამასთანავე, მიიღო ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მაგისტრის ხარისხი ფინანსისტის სპეციალობით. არის EPRC-ის საერთაშორისო კვლევითი პროექტების ორგანიზატორი. მიღებული აქვს კვლევითი გრანტები მსოფლიო ბანკიდან, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE) - საქართველოსათვის ეკონომიკის პროგნოზირების, CGE-ის მოდელის შექმნისათვის. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო ექსპერტი. მუშაობს ამსტერამში (ING) ბანკის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
ნინო ევგენიძე – აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ევგენიძე 2004 წლიდან შემოუერთდა EPRC–ის გუნდს. 2004 წლიდან იგი ხელმძღვანელობს EPRC–ის პროექტების წარმატებით მიმდინარეობას. აქვს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში - ეკონომიკური რეფორმების ცენტრში მრჩევლად, საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. ამასთანავე, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიების მედია კოორდინატორი. 2013 წელს ნინომ დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამა. მსოფლიო ბანკის სტიპენდიით დაამთავრა გაერთიანებული ვენის ინსტიტუტის ეკონომიკური პოლიტიკის მართვის ფაკულტეტი. (ავსტრია, ვენა). მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდია (Chevening Fellow) და მიენიჭა ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი (LSE). ნინო ფლობს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტიდან. ამას გარდა, არის ჰოლანდიის მთავრობის სტიპენდიანტი (Nuffic Fellow) და მიიღო დიპლომი საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის სპეციალობით მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან. მას აქვს USAID-ის, OSGF–ის, SIDA–ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში ექსპერტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ირაკლი ხოდელი – დირექტორის მოადგილე
ირაკლი ხოდელი 2011 წელს გახდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე. დამთავრებული აქვს პატერსონის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის სკოლა ეკონომიკური და სოციალური განვითარების სპეციალობით. მიღებული აქვს სამართალმცოდნის მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტიდან. ასევე პოლიტიკური მეცნიერებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ბერეა კოლეჯიდან (აშშ) და მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE) საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალობით. აშშ–ში მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად და ჩართული იყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საქართველოში ირაკლი მუშაობდა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოში" და კოორდინაციას უწევდა ქვეყანაში საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. იუნესკოში (საფრანგეთი) მუშაობამდე ირაკლი ჩართული იყო USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის რეფორმირების პროგრამაში.
ირინა გურული –დირექტორის მოადგილე
ირინა 2011 წლიდან შემოერთდა EPRC–ის გუნდს და აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესში. ირინა მუშაობდა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, როგორებიცაა DFID, მსოფლიო ბანკი და გარემოს გლობალური ფონდი. EPRC-ში გადმოსვლამდე ირინა მუშაობდა CNFA საქართველოში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და ეკონომიკაში იონშოპინგის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში (შვედეთი). ირინა 2002–2003 წლებში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული იყო და ვირჯინიის შტატში სწავლობდა.
გივი ჭანუყვაძე - პროგრამების წამყვანი მენეჯერი
გივი ჭანუყვაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს, პროგრამების წამყვანი მენეჯერის პოზიციაზე 2015 წლის ივლისში შემოუერთდა. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქართველოს საჯარო და კერძო სტრუქტურებში 8 წლიან სამუშაო გამოცდილებას სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში გადმოსვლამდე, გივი ჭანუყვაძე ლიბერთი ბანკის კომერციული ოპტიმიზაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სადაც მისი საქმიანობა ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესების მიმართულებას ეხებოდა, კონკრეტულად კი მომსახურების წინა ხაზის და ფილიალების ბიზნეს პროცესების განვითარება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, შიდა მოტივაციის და შეფასების სისტემის დანერგვა და ა.შ. 2011-2013 წწ გივი ჭანუყვაძე თბილისის და რუსთავის იუსტიციის სახლებს ხელმძღვანელობდა. მანამდე, სხვადასხვა პოზიციებზე ყოფნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იგი აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის, საჯარო მმართველობის და ეკონომიკური რეფორმების პროცესში. გივი ჭანუყვაძეს მიღებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტის მაქსველის სკოლის, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აშშ-ში. გარდა ამისა, გივი სხვადასხვა წლებში სწავლობდა აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტში, ლონდონის ეკონომიკის სკოლასა და ვარშავის უნივერსიტეტში.
ლაშა დოლიძე - კვლევითი პროგრამების დირექტორი
ლაშა დოლიძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევითი პროგრამების დირექტორი. მას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. ლაშა იყო USAID -ის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის სოფლის მეურნეობის კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე. მუშაობდა პროექტის მენეჯერის თანაშემწედ CNFA საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ იყო დაფინანსებული. მანამდე, ის ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კომპონენტს USAID-ის მიერ დაფინანსებული AgVantage პროექტში, სადაც ის პასუხისმგებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიის შემუშავებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის სამინისტროსათვის. ლაშა იყო ეკონომიკური რეფორმების ცენტრისა და სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის კაბინეტთან არსებული ინვესტიციების მოზიდვის საბჭოს მრჩეველი. ის ფლობს განვითარების ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს უილიამის კოლეჯიდან, აშშ.
თამარ ხორბალაძე - ტრენინგ პროგრამების მენეჯერი
თამარი EPRC-ის გუნდს 2004 წელს შემოუერთდა. წლების განმავლობაში იგი იყო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი და ექსპერტი. დამთავრებული აქვს თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე შვედეთის მედიის უმაღლესი სკოლის (FOJO) გადამზადების კურსები; ვენის IMFის ინსტიტუტის კურსი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ბიუჯეტირებაში; გავლილი აქვს როიტერის ტრენერების ტრენინგი; მიღებული აქვს მონაწილოება აშშ საზოგადოებრივი კავშირების პროგრამაში. 1995 წლიდან მუშაობდა გაზეთ "დრონში", "24საათში", საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალ "ტაბულაში", რადიო "მწვანე ტალღაში". იყო ეკონომიკური მიმომხილველი, ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემის წამყვანი. წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ჟურნალისტიკას. ასევე იყო UNDP-ის მიწვეული ტრენერი საზოგადოებრივი დამცველისა და მედია-პროგრამებში;  ამჟამად ასწავლის თსუ-ში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის თსუ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის "თსუ მეცნიერება" მთავარი რედაქტორი.
გიორგი ბაქრაძე - უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში

გიორგი ბაქრაძე 2014 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს . EPRC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა უფროს მრჩევლად ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტში. 2003-2007 წლებში და 2010 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2010 წლის მაისიდან იგი ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. არის უილიამის კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის მაგისტრი ეკონომიკის სპეციალობით (2003 წ.) გიორგი გახლავთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროგრამების კურსდამთავრებული 2007-2010 წლებში. მიღებული აქვს აგრეთვე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა ხარისხი (1996 წ.) და გახლავთ ცენტრალური ბანკის თანამშრომელთათვის გამართული არაერთი კურსის თუ სემინარის (Bank of England, Swiss National Bank, Joint Vienna Institute, IMF Institute, და ა.შ.) მონაწილე. გიორგის აქვს სამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება ხოლო 2012 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთანაც. ამავე დროს მას გააჩნია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილებაც, დაიწყო რა თავისი კარიერა ამ სფეროში თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების მსოფლიო ბანკის პროექტში (1997-2000 წწ). მისი ინტერესები ეკონომიკის ფარგლებსაც სცდება. იგი გახლავთ საქართველოს ტელევიზიის ინტელექტუალური შოუს წარმატებული მონაწილე და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პრიზის მფლობელი.
მარიამ ზაბახიძე-პროექტების მენეჯერი/მკვლევარი

მარიამი 2016 წელს შეუერთდაEPRC - ის გუნდს. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 5 წლიანი გამოცლიდება, მათ შორის USAID - ის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას. მარიამი კოორდინირებას უწევდა 7 საგრანტო პროგრამას 2 წლის განმავლობაში. ასევე მარიამი მუშაობდა მერსი ქორპსში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში. მას მიღებული აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდია (Chevening Scholarship) და ფლობს მაგისტრის ხარისხს გლობალიზაციის, ბიზნესისა და განვითარების მიმართულებით (Institute of Development Studies, University of Sussex). 

ნინო ღვინაძე - წამყვანი მკვლევარი
ნინო ღვინაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს 2013 წელს შემოუერთდა. მისი სპეციალიზაციის სფეროებია საერთაშორისო უსაფრთხოება და განვითარების ეკონომიკა. 2012-2013 წლებში ნინო ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი იყო პატერსონის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის სკოლაში და სტაჟირება გაიარა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრში, ვაშინგტონში. ნინოს კვლევებისა და საერთაშორისო განვითარების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტში, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოში; ასევე იყო საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციისა და თავდაცვის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პროექტების მკვლევარი. ნინო გამოცდილია საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი პროგრამების შემუშავებასა და მართვაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების საკითხებში. მისი ინტერესთა სფეროებია ეროვნული უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ენერგო პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები. ნინოს მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული პატერსონის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის სკოლიდან, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების ბალაკავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მან ასევე გაიარა სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროგრამა ტარტუს უნივერსიტეტში, ესტონეთში.
ნატო პოპიაშვილი - უმცროსი მკვლევარი
ნატო პოპიაშვილი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს 2015 წლის მაისში შემოუერთდა. ამჟამად მუშაობს უმცროსი მკვლევარის პოზიციაზე და აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროექტებში. ნატომ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ასევე, ფლობს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს შავი ზღვი საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, მისი სპეციალიზაციის სფეროა ბიზნესი და ეკონომიკა. 2017 წელს ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ავსტრიაში ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე. 2013-2014 წელს მონაწილეობდა სტუდენტურ გაცვლით პროგრამაში და სწავლობდა პორტუგალიაში, ბრაგანსის უნივერსიტეტის (IPB), ტექნიკური მეცნიერებებისა და ბიზნეს მენეჯმენტის სკოლაში. 2013 წლის დასაწყისში წარმატებით დაასრულა სტაჟირების პროგრამა აზიის ბანკის სათავო ოფისის CRM დეპარტამენტში (სტამბოლი, თურქეთი).
ელისაბედ მელიქიძე - ოფისის მენეჯერი
ელისაბედი 2012 წლიდან შემოუერთდა EPRC-ს გუნდს, ის ორგანიზებას უწევს ოფისის გამართულ მუშაობას და ასრულებს ადმინისტრაციულ სამუშაოს. ელისაბედი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში და გაზეთ „დრონში", მას მიღებული აქვს ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან.
ნიკოლოზ მიქელაძე - ფინანსური მენეჯერი
ნიკოლოზი 2007 წლიდან EPRC-ის ფინანსური მენეჯერია. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნიკოლოზს მრავალწლიანი საფინანსო/საბუღალტრო გამოცდილება აქვს, იგი მუშაობდა სადაზღვევო კომპანია "ტაოს" მთავარ ბუღალტრად.
სიახლეები