English | Follow us
მოდელირება და ინოვაციები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მოწოდებულია დაამკვიდროს საქართველოში ეკონომიკის კვლევის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები. აღსანიშნავია, რომ ცენტრი არის საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირების მოდელის ავტორი. საქართველოს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელი შექმნილია დასავლური ინსტიტუტების მიერ აპრობირებული „ეკონომიკური პროგნოზირების“ მოდელის შესაბამისად. ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში, როცა ეკონომიკური პროგნოზირება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება. ასევე ცენტრმა, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, შექმნა ვებ-გვერდი www.priceofthestate.ge, რომელიც საშუალებას იძლევა დათვლილი იყოს საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ტვირთი ერთ მოქალაქეზე, ერთ დასაქმებულზე. ასევე ვებ-გვერდზე თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მოახდინოს ბიუჯეტის ფორმირების სიმულაცია.
CGE მოდელი საქართველოს ეკონომიკისთვის
დონორიმსოფლიო ბანკი/EERC
ხანგრძლივობა: 2004 
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანი

პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის ეკონომიკის პროგნოზირების მოდელის (ჩGE) შექმნას. მოდელი იძლევა საშუალებას, რომ როგორც საქართველოს აქტიურ პარტნიორ ქვეყნებში მომხდარი მოვლენის, ისე საქართველოს რომელიმე დარგში მომხდარი ძვრის, ან - ხელისუფლების მიერ გადადგმული ან გადასადგმელი ნაბიჯების შედეგების პროგნოზირება მოხდეს. ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების პროგნოზირება, რაც სახელმწიფოს ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების საშუალებას აძლევს. 

პროექტის შედეგები

(ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურად)
სახელმწიფოს ფასი
დონორი: USAID/G-PAC 
ხანგრძლივობა: 2012 - 2013 
სტატუსი: მიმდინარე



პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია ჩამოაყალიბოს ინოვაციური მეთოდოლოგია სახელმწიფო ფინანსების და ხარჯების (მათ შორის ცალკეული პროგრამები და სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების) ეკონომიკური ეფექტურობის კვლევის წარმოების შესახებ; საბიუჯეტო ხარჯების ანალიზის გზით უკეთ გასაგები გახადოს სახელმწიფოს რეალური „ტვირთი“ თითოეულ მოქალაქეზე და თითოეულ დასაქმებულზე. პროექტის ძირითადი მიზანია ფართო საზოგადოების ინფორმირება საჯარო სექტორის ოპერაციების შესახებ, ადვილად გასაგები გახადოს შესაბამისი ინფორმაცია და საშუალება მისცეს სტუდენტებს და აკადემიურ წრეებს გამოიყენოს ეს ინფორმაცია სასწავლო საშუალებად საჯარო ფინანსების დარგში. 
კვლევის ასეთი პრაქტიკის ჩამოყალიბება და მისი გასაგები ფორმით მიწოდება საზოგადოებისთვის დაეხმარება მოქალაქეებს გააცნობიერონ საკუთარი ფინანსური როლი სახელმწიფოში. ადამიანები იოლად გაიგებენ საბიუჯეტო ხარჯების მიმართულებებს და შეაფასებენ სახელმწიფოს კონკრეტული ხარჯის აუცილებლობას და გაანალიზებენ იმ ეკონომიკურ ეფექტს, რასაც დანახარჯების ზრდა მოახდენს მათ ჯიბეზე. ამრიგად, პროექტის მიზანია გაზარდოს მოქალაქეების ინფორმირებულობა, რაც აუცილებელია საბიუჯეტო პროცესებში აქტიური ჩართვისთვის ყოველ ეტაპზე - ფორმირების, განაწილების, განხორციელების და მონიტორინგის. საბიუჯეტო პროცესების და სახელმწიფოს პრიორიტეტების გაგების უნარი აუცილებელი ნაბიჯია, რათა მოხდეს კომუნიკაცია  პოლიტიკაში ჩართულ მოქალაქეებსა და იმ მთავრობას შორის, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. 

პროექტის პროდუქტები:

სიახლეები