Georgian | Follow us
მრგვალი მაგიდა შიდა ქართლის რეგიონში
07 November, 2018

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, 7-8 ნოემბერს, ბორჯომში შედგა მრგავლი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე „რეგიონული კვლევები - მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“. 
ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა შიდა ქართლის რეგიონში წარმატებულად განხორციელებული კვლელების განხილვა/გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნესის, თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთობლივად იმსჯელეს კვლევებში იდენტიფიცირებულ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებსა თუ შესაბამის რეკომენდაციებზე. 
ევროკავშირის პროექტს „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ახორციელებენ კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“. 
პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით; ჩართოს ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროების კვლევის, ინფორმირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

     



< Back