Georgian | Follow us
კონკუსი მასწავლებლებითვის - "ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ"
01 November, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აცხადებს კონკურსს საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“. 
 
კონკურსი ტარდება აშშ საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „100 ლექცია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ ფარგლებში.  

კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ვიწვევთ გამოაგზავნონ იდეები ლექციის სავარაუდო თემატიკასთან დაკავშირებით. 

ლექციის თემატიკისადმი მთავარი მოთხოვნაა - მასში უნდა იყოს წარმოჩენილი ევროპის ისტორია და/ან ევროპის კულტურა, ღირებულებები, ეკონომიკა, ევროპისა და საქართველოს ურთიერთობები და ა.შ. ნებისმიერი იდეა, რომელიც მოსწავლეების მიერ ევროპის უკეთ გაცნობას მოემსახურება. სალექციო თემატიკასთან დაკავშირებით მონაწილეებს ეძლევათ სრული თავისუფლება - ლექცია შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ საგანში: მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქართული, უცხო ენები, სამოქალაქო განათლება, მუსიკა, ხელოვნება თუ ა.შ. 

გამარჯვებული 50 იდეის ავტორი მასწავლებელი გახდება პროექტის მონაწილე, რაც მათ საშუალება მისცემს მიიღონ მონაწილეობა 3 დღიან ტრენინგში ევროკავშირის შესახებ, რომელიც გაიმართება 2018 წლის 14-16 დეკემბერს საქართველოში; ასევე ჩაატაროს 2 ლექცია მოსწავლეებისთვის, შესაბამისი ანაზღაურებით. 

მოხდება ჩატარებული ლექციების გადაღება და საკონკურსო კომისია შეარჩევს 10 მასწავლებელს, რომლებიც პროექტის ფარგლებში ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში. მონაწილეობის ენა შეზღუდული არ არის. ჯგუფს მოემსახურება თარჯიმანი. 

მონაწილეობის პირობები: 

კონკურსის მონაწილე უნდა იყოს საქართველოში საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელი; 

იდეა წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში - მაქსიმუმ 500 სიტყვის მოცულობით. წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ავტორის სახელს და გვარს, სკოლისა და საგნის დასახელებას, ჩასატარებელი ლექციის (გაკვეთილის) მოკლე ანოტაციას. 

განაცხადი გამოგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eprc.ge 

წერილის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს: „განაცხადი კონკურსისთვის - მონაწილის სახელი და გვარი“. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი, 2018 წელი, 18:00 საათი. 

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში.

     



< Back