English | Follow us
ტენდერი ვიდეო რგოლის დამზადებაზე
31 აგვისტო, 2018

კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია ათინათი, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "სამოქალაქო-საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად."

პროექტის ერთ-ერთი მიზანია ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, იგეგმება 3 საინფორმაციო ვიდეო რგოლის დამზადება და სატელევიზიო სივრცეში განთავსება.

თითო რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. მისი სცენარის მომზადება უნდა მოხდეს დამკვეთთან შეთანხმებით. წარმოდგენილი ვიდეო რგოლები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სოციალური რგოლისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. პირველი ვიდეო რგოლის დამზადების საბოლოო ვადაა 10 ოქტომბერი, ხოლო სამივე ვიდეო რგოლის დამზადების ვადა 2019 წლის 10 თებერვალი.

კომპანიების/იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

** ფასი და დამზადების ვადა;
** მაღალი ხარისხის შესრულება;
** კრეატიული მიდგომა და ინდივიდუალური ხედვა;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია:

** კომპანიის/იურიდიული პირის მიერ წარსულში დამზადებული გრაფიკული და სტანდარტული ვიდეო რგოლების ბმულები;
** ინფორმაცია კომპანიის/იურიდიული პირის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;
** ვიდეო რგოლების საეთერო სივრცეში განთავსების შემოთავაზებული გეგმა;
** განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით თითოეული სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს გარეშე;
** ინფორმაცია ვიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.
** განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი.

განაცხადები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: info@eprc.ge 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ნომერზე: პირობებზე შეთანხმება მოხდება ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანიასთან, ინდივიდუალურად.

     



< უკან