English | Follow us
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ამერიკის შეერტებული შტატებისა და ევროპის ინტერესებშია
08 აგვისტო, 2018

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიდან 10 წელი გავიდა. საქართველოს რეგიონების ოკუპაცია გრძელდება. ასევე გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკა, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. რუსეთის ფედერაცია ოკუპაციას იყენებს როგორც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვიტარების, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად.

„ჰერიტიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ფონდის დირექტორი, ლუკ კოფი საქართველოს მეგობართა იმ ჯგუფს მიეკუთვნება რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ხმამაღლა აპროტესტებს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ქართულ ენაზე თარგმნა კოფის სპეციალური მოხსენება - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ამერიკის შეერტებული შტატებისა და ევროპის ინტერესებშია. მოხსენებაში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზებით ოკუპაციისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა და ოკუპაციის პირობებში საქართველოს სტარტეგიული მიზნების მიღწევა.


     



< უკან