English | Follow us
თავისუფლების დღის წესრიგი მომავალი 100 წლის განმავლობაში
25 მაისი, 2018

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა“ (EPRC) და აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით 25 მაისს გაიმართა დისკუსია „თავისუფლების დღის წესრიგი მომავალი 100 წლის განმავლობაში“. 
დისკუსიაში მონაწილება მიიღეს: დევიდ კრამერმა - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, Freedom House-ის ყოფილმა პრეზიდენტმა; დეიმონ ვილსონმა - აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა; ზიგიმანტას პავილიონისმა - ლიტვის პარლამენტის წევრმა; ლორა ლინდერმანმა - აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა. შეხვედრას მოდერირებას უწევდა შოთა ღვინერია - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი. 
დისკუსიის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა საქართველოს მიერ ბოლო ასი წლის განმავლობაში თვისუფლებისთვის ბრძოლაში მიღებული გამოცდილების მომავალში პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა იმ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს, როგორც გასული ასევე მომავალი ასწლეულის განმავლობაში. ძირითადი აქცენტი გაკეთდა რუსული აგრესიისგან დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოს და მისი პარტნიორების მხრიდან შემაკავებელი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების განხილვაზე. ამ კონტექსტში დისკუსია შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების და ბრიუსელის მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესს. 
შეხვედრა გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივის „დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება“ ფარგლებში

     



< უკან