Georgian | Follow us
DCFTA მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA for SMEs
07 May, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი იწყებს ერთთვიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ.

საქართველოს 5 რეგიონის 25-მდე მუნიციპალიტეტში შეხვედრები ჩატარდება 2,000-ზე მეტ ბენეფიციართან.  

საინფორმაციო შეხვედრები ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. 

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.

     



< Back