English | Follow us
ევროკავშირის რეგულაცია „სამშენებლო მასალების შესახებ
07 მარტი, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, გაიმართა კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსია - ევროკავშირის რეგულაცია „სამშენებლო მასალების შესახებ.“ 

ცენტრის მიერ აღნიშნულ რეგულაციაზე მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს დირექტივის არსს და მოსალოდნელ ცვლილებებს, მსოფლიოში არსებულ პრაქტიკას და სტატისტიკას, საქართველოში სამშენებლო სფეროში დღეს არსებულ კანონმდებლობას და პრაქტიკას. კვლევის შედეგად, პასუხისმგებელი უწყებებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები. 

შეხვედრის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტებმა დაინტერესებულ მხარეებს გააცნეს კვლევის ძირითადი მიგნებები, შედეგები და რეკომენდაციები. 

პროექტი „DCFTA საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება და კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიების ორგანიზება“ განხორციელდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის მმართველობა განვითარებისთვის (Governing for Growth (G4G) in Georgia გრანტის ფარგლებში.

     



< უკან