English | Follow us
ჩემი ევროპა
12 თებერვალი, 2018

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ აშშ საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროექტის „ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით“ ფარგლებში აცხადებს ესსეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის „ჩემი ევროპა“;
კონკურსით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ესსე თემაზე: „ჩემი ევროპა“. ნაშრომი უნდა ასახავდეს მოსწავლის დამოკიდებულებას ევროპისადმი; რას ნიშნავს მისთვის ევროპა? რას გულისხმობს ევროპული არჩევანი? როგორ წარმოუდგენია ევროპასთან დაახლოება? როგორია მისთვის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ევროკავშირში ინტეგრაციიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის და პირადად მისთვის. კონკურსში მივესალმებით ნებისმიერ არგუმენტირებულ მოსაზრებასა და პოზიციას. 

ესსეს მოცულობა: 3-5 გვერდი; შრიფტი – Sylfaen, ფონტის ზომა – 12 პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება; 

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა შეკითხვები და ესსე-ები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eprc.ge 

ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 5 მარტი.  

გამარჯვებულები დაჯილდოვებიან სპეციალური სერტიფიკატებით; გამარჯვებული 10 მოსწავლე და მათი 10 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სკოლაში ლოპოტაზე 29 მარტს-1აპრილს.

     



< უკან
სიახლეები