English | Follow us
„ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ს და ევროპის ინტერესებში“
08 თებერვალი, 2018

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ჰერიტიჯის ფონდის ორგანიზებით 8 თებერვალს სასტუმრო რუმსში ჰერიტიჯის ფონდის დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის მოხსენების „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ს და ევროპის ინტერესებში“ პრეზენტაცია გაიმართა.  

მოხსენების ავტორმა, აშშ-ს და ნატოს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ახალი მიდგომების გამოყენება და ამ მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციები შესთავაზა. მოხსენების განხილვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოში აშშ-ს ელჩი - იან კელი და ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი - ბათუ ქუთელია იღებდნენ მონაწილეობას. მოდერაცია დისკუსიას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი -შოთა ღვინერია უძღვებოდა.

     



< უკან
სიახლეები