English | Follow us
მონიტორინგი
მონიტორინგი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სადამკვირვებლო ფუნქციის შესრულება, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვალდებულებების რეალიზაციის მონიტორინგისთვის.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პირველადი ფუნქცია,  მისი არსებობის დასაწყისიდან, იყო სახელმწიფოს საჯარო ფინანსური ინსტიტუტების, წესებისა და პრაქტიკის მონიტორინგი სხვადასხვა დონეზე. მონიტორინგის პროექტები ხორციელდებოდა ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზე, ასევე ისეთი კონკრეტული პროექტების დაფინანსებზე, როგორიცაა ათასწლეულის გამოწვევა საქართველო და სხვა კონკრეტული სტრატეგიული სფეროების, მაგალითად როგორიცაა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის მონიტორინგი, რომელიც უკავშირდებოდა სიღარიბის აღმოფხვრას და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესზე ზეწოლაზე დაკვირვებას.
ცენტრი სამომავლოდ გეგმავს ამ სადამკვირვებლო ფუნქციის გაფართოებას, პოლიტიკის შემუშავების პროცესის და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვალდებულებების განსახორციელებლად. ცენტრი კონცენტრირებული იქნება  მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაზე მთავრობასთან, რათა ზეგავლენა მოახდინოს პროცესზე საკითხების ლობირების გზით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თუ თანამშრომლობითი მიდგომა არ გამოიღებს სასურველ შედეგს, ანალიტიკური ცენტრი მიმართავს კონკურენტული მიდგომის გზას, მათ შორის კარგად ნაცად საზოგადო მხილების ტაქტიკას ძირითადი მედია საშუალებებით.

ათასწლეულის გამოწვევა საქართველო-კომპაქტი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამოქალაქო კონტროლის დამყარებაში „ათასწლეულის გამოწვევა - საქართველოს“კომპაქტზე და პროგრამის გამჭვირვალე განხორციელების საქმეში (დახმარების პროგრამა საქართველოსთვის ამერიკის მთავრობის მხრიდან, რომელიც შევიდა ძალაში 2006 წლის, 7 აპრილს ხუთ წლიანი ვადით). გრანტის პირველადი ოდენობა შეადგენდა 295.3 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაიზარდა დამატებითი 100 მილიონი დოლარით 2008 წლის 20 ნოემბერს და მთლიანობაში შეადგინა 395.3 მილიონი აშშ დოლარი, რაც უნდა დახარჯულიყო ქვეყანაში სტრატეგიული საჭიროების პროექტების განხორციელებაში. დაფინანსების ძირითადი ნაწილი გამოიყო სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციისთვის (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციისთვის (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის (57.7 მილიონი აშშ დოლარი). 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აკვირდებოდა „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროგრამას 2006 წლის იანვრიდან. „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ამ მნიშვნელოვანი უცხოური დახმარების პროგრამის მონიტორინგი საქართველოში განხორციელდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც არიან „უცხოური გამჭვირვალე დახმარება საქართველოს“ წევრები. 2006-2010 წლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა მონიტორინგის 5 ანგარიში, რომელიც ეხებოდა ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს განხორციელების ხუთ ეტაპს. ეს ანგარიშები აღიარებულ იქნა, როგორც პროგრამის გამჭვირვალობის და საჯაროობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი საშუალება. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა განსაზღვრა პროექტის მენეჯმენტში სერიოზული მიმართულებები, გამოავლინა ზოგიერთი კონტრაქტორის კომპეტენციის ნაკლებობა, ხელი შეუწყო გამჭვირვალე სტრატეგიის განვითარებას, გაანალიზა პროგრამის ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკურ და საფინანსო პარამეტრებზე და შეამოწმა შედეგების შესაბამისობა კომპაქტის ფარგლებში დასახულ მიზნებთან.

სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის მონიტორინგი
გარდა  პროექტისა „ათასწლეულის გამოწვევა- საქართველოს“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა განახორციელა მრავალი მონიტორინგის პროექტი როგორც ინდივიდუალურად, ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კოალიციის „გამჭვირვალე დახმარება - საქართველოს“ ფარგლებში. 2010 წლის სექტემბრიდან, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მონიტორინგს  (სახელმწიფოს ინიციატივა, მიმართული საქართველოს სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რაც ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შეადგენდა დაახლოებით 40 მილიონ ლარს). პროექტის მიზანს წარმოადგენდა თვალყური ედევნებინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დანახარჯებისთვის, შეეფასებინა მისი ეფექტურობა (თუ რამდენად პასუხობს ის მოსახლეობის საჭიროებებს), ხელი შეეწყო საზოგადოების ჩართულობისთვის გადაწყვეტილებების მიღების, ფინანსების განაწილების პროცესში; ჩაერთო მედია და სამოქალაქო საზოგადოება პროგრამის განხორციელების კონტროლში. პროგრამის მნიშვნელობიდან და მის საწყის ეტაპებზე გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი გეგმავს გააფართოოს მონიტორინგი და მოიცვას ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი სოფლების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგი და შეფასება
პროექტი მიზნად ისახავდა თბილისის ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ეფექტური განაწილების შეფასებას, კონცენტრაციით ორ, მნიშვნელოვან პროგრამაზე, კერძოდ: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მხარდაჭერის პროგრამა.  რეკომენდაციების წარდგენა მოხდა პროგრამული ინსტრუქციების სახით, ასევე განხორციელდა თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. პროექტის მიზანი იყო უზრუნველეყო იმის დადასტურება, რომ თბილისს გააჩნია პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს პრიორიტეტული ხარჯების და მიზნების განხორციელებას. გამჭვირვალე ბიუჯეტი ზრდის საზოგადოების გათვიცნობიერებულობას ქალაქის შემოსავლების განაწილების თვალსაზრისით.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველოში 2011
პროექტი ითვალისწინებდა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოსამზადებლად გაწეული ღონისძიებების შეფასებას.
საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის მონიტორინგი სიღარიბის დაძლევის კონტექსტში
პროექტის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა შეისწავლა საქართველოში სავაჭრო ბალანსის ათთვიანი დინამიკა (2007-2008წ), მისი გავლენა არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით სიღარიბის შემცირების კონტექსტში.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი
პროექტი მიზნად ისახავდა იმ მოქმედებათა მონიტორინგს, რომელიც დაგეგმილი იყო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის, მისი ეფექტური განხორციელებისთვის.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი
პროექტი ითვალისწინებდა სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ყოველკვირეული მედია-რეპორტაჟების საშუალებით სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, გაზეთ „24 საათში“.
საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებზე ადმინისტრაციული ბარიერების მონიტორინგი
პროექტის მიზანი იყო  შეეფასებინა მცირე და საშუალო ბიზნესზე ადმნისტრაციული წნეხის მოცულობა და ცვლილებები მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2004 წელთან შედარებით. ამისთვის შეიქმნა რამდენიმე ხარისხობრივი მაჩვენებელი, ბიზნესებზე დაწესებული წნეხის პერიოდული მონიტორინგისა და შეფასებისთვის.
სიახლეები