English | Follow us
მორიგი ტრენინგი თემაზე “ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით”
11 ნოემბერი, 2017

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 11 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, ჩაატარა მორიგი ტრენინგი თემაზე “ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგარციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით”.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. 

ანალოგიური შინაარსის ტრენინგი უკვე ჩატარდა ქ.რუსთავში, შემდეგი ტრენინგები დაგეგმილია თელავსა (18 ნოემბერი) და ბათუმში (9 დეკემბერი). 

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.

     



< უკან
სიახლეები