English | Follow us
ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით
04 ნოემბერი, 2017

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით (სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის), დაიწყო ტრენინგების კურსი “ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგარციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით”.
 პირველი ტრენინგი უკვე ჩატარდა 4 ნოემბერს, ქ.რუსთავში. ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 
• ევროკავშირის ეკონომიკური ინდიკატორები; მშპ, საშუალო ხელფასი, სოციალური დაცვის მექანიზმები, ბაზრის მოცულობა, ახალ ბაზრებთან ურთიერთობა, ეკონომიკის მარეგულირებელი მთავარი დოკუმენტები; ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, DCFTA, მისი ეკონომიკური პერსპექტივა და შედეგები საქართველოსთვის (ვალდებულებები და სარგებელი, ვაჭრობა და მისი სტრუქტურა, რეგულაციები და მათი შედეგები საზოგადოებისთვის; უცხოური ინვესტიციები); აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ევროინტეგრაცია - ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი ბალტიის ქვეყნებისთვის; ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ეკონომიკური შედეგები (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთის მაგალითი); 
• ღირებულებები, ინტერესები და უსაფრთხოება; 
• საინფორმაციო ომი როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი: რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას საქართველოსთვის და ყოველი ჩვენგანისთვის;  
• ეკონომიკური მითები, მათი იდენტიფიცირება და რეაგირების მექანიზმები. 
პედაგოგებმა გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების და ანალოგიური ტიპის ტრენინგების უშუალოდ მოსწავლეებთან ჩატარების სურვილი. 

შემდეგი ტრენინგი დაგეგმილია 11 ნოემბერს ქ. ახალციხეში. 
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.

     



< უკან
სიახლეები