English | Follow us
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თაობაზე.
07 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა/დისკუსია, პარლამენტის წევრების, კომიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. 

შეხვედრის მიზანი იყო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვა, არასამთავრობო ორგანიზაციების და კომიტეტის წევრებს შორის მოსაზრებებისა და შენიშვნების გაცვლა და მათი თანამშრომლობის გაღრმავება. შეხვედრისას გამოთქმული მოსაზრებები დაეხმარება შესაბამის კომიტეტებს მთავრობისთვის წარსადგენი დასკვნებისა და რეკომენდაცების მომზადებაში. 
საქართველოს პარლამენტის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისკომიტეტებმა ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებმა. შეხვედრებზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, 
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, 
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC), 
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), 
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია- ელკანა, 
საქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაცია , 
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი". 

 შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის,ევროკავშირის ,გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, პარლამენტის კომიტეტების შესაძლებლობების ზრდა და მისი, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველი ორგანოს როლის გაძლიერება.

     



< უკან
სიახლეები