English | Follow us
2017 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია
2017 წლის 12-­13 სექტემბერს, „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ უმასპინძლა თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი“. „მაკკეინის ინსტიტუტს საერთაშორისო ლიდერობისთვის“ წარმოადგენენ ბატონი კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

 „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ არის ყოველწლიური უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილ ლიდერებს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო/ატლანტიკური გაერთიანებიდან, რათა განიხილონ ერთიანი ევროპის თავისუფალი და მშვიდობიანი ხედვა; გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ევროპა და წინსვლის სტრატეგიები. წლევანდელი კონფერენცია, ისევე, როგორც წინა წლებში, მიეძღვნება ნატო­სა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, განსაკუთრებული აქცენტით საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმართულებაზე. 
ტრადიციულ განსახილველ საკითხებს, როგორებიცაა დასავლეთი და ჩრდილოეთ საზღვრები, დაემატება და მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებას. გარდა ამისა, მაღალი დონის მომხსენებლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, განიხილეს აშშ­ს საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში და მის გავლენას და მნიშვნელობას პოლიტიკურ პროცესებზე ევროპაში, მის სამეზობლოსა და ახლო აღმოსავლეთში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებისა და ნატო­ს როლს. 

კონფერენციაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები როგორებიცაა:  
• ლიბერალიზმის, დემოკრატიის და პოპულიზმის მომავალი 
• ტრანსატლანტიკური ურთიერთობის, ევროკავშირის და ნატოს მომავალი 
• აშშ­ს საგარეო პოლიტიკა ტრამპის მმართველობისას 
• გამოხმაურება „პუტინის რუსეთის“ გამოწვევებზე 
• საქართველო ახლა და მომავალში 
• უკრაინა: წინსვლა თუ კრიზისის ზღვარზე ? 
• დემოკრატია, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება საქართველოს სამეზობლოში: სწორი ბალანსის დაცვა

 კონფერენციის სტუმრებსა და მომხსენებლებს შორის იყვნენ: 
• საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი;
 • საქართველოს პრემიერ­მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
 • ჯასტინ მაკკენზი სმიტი ­ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში;
 • იან კელი ­ აშშ ელჩი საქართველოში;
 • ზეკი ლევენტ გუმრუკჩუ ­ თურქეთის ელჩი საქართველოში;
 • კრისტიან დანიელსონი ­ ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში;
 • ტომას მაიერ ჰარტინგი ­ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი ევროპის და ცენტრლური აზიის საკითხებში;
 • ბრიჯიტ ბრინკი ­ აშშ­ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე;
 • ზიგიმანტას პავილიონისი ­ ლიტვის პარლამენტის წევრი;
 • გიდიმინას კირკილასი ­ ლიტვის პარლამენტის წევრი, ლიტვის ყოფილი პრემიერ მინისტრი;
 • ანდრიუს კუბლილიუსი ­ ლიტვის პარლამენტის წევრი;
 • ვიქტორია ციმილიტე­ნილსენი ­ლიტვის პარლამენტის წევრი;
 • რუტა მილიუტე ­ ლიტვის პარლამენტის წევრი;
 • ოლეგ შამშური ­ საფრანგეთში უკრაინის ელჩი;
 • სერგეი ლეშჩენკო ­ უკრაინის პარლამენტის წევრი;
 • დიანა იანსე ­ საგარეო საქმეთა უფროსი მრჩეველი, პარტია მოდერატერნა, შვედეთი;
 • კნუტ აბრაჰამი ­ გერმანიის ფედერალური კანცელარიის ცენტრალური, სამხრეთაღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი;
 • კრისტოფერ ვოლკერი ­ დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდის დირექტორი;
 • დანიელ ფრიდი ­ ატლანტიკური საბჭო;
 • ალინა პოლიაკოვა ­ ატლანტიკური საბჭო; •
 იან ბრჟეზინსკი ­ ატლანტიკური საბჭო;
 • რობინ შეპარდი ­ ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი;
 • პიტერ ვან პრაგი ­ ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი;
 • ედვარდ ჩოუ ­ სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ცენტრი (CSIS);
 • დონალდ ჯენსენი ­ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (CEPA), ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო სწავლების უმაღლესი სკოლა (SAIS);
 • რენდი შონემანი ­ Orion Strategies;
 • ჯეიმს ნიქსი ­ ჩეტემ ჰაუსი;
 • ჯეიმს შერი ­ ჩეტემ ჰაუსი;
 • ენდრიუ ვუდი ­ ჩეტემ ჰაუსი;
 • ჰებჯამინ ჰადადი ­ ჰადსონის ინსტიტუტი;
 • ალი ასლანი ­ წამყვანი და ჟურნალისტი;
 • ჯეიმს კირჩიკი ­ ბრუკინგსის ინსტიტუტი;
 • იან ბონდი ­ ევროპული რეფორმის ცენტრი;
 • ტომას მელია ­ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი;
 • შტეფან მაისტერი ­ ევროსაბჭო საგარეო ურთიერთობების საკითხებზე და სხვები.
გალერეა
ვიდეო
სიახლეები