English | Follow us
საქართველოს 2018-2021 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) განხილვა
06 ივნისი, 2017

6 ივნისს, 14 საათზე გაიმართა საქართველოს 2018-2021 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) განხილვა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ნოდარ კერესელიძე. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები დოკუმენტში განსაზღვრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პრიორიტეტების შესახებ. 
აღნიშნული მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შემუშავებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებში.
 შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული იყო პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ევროკავშირის/გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, პარლამენტის კომიტეტების შესაძლებლობების ზრდა და მისი, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველი ორგანოს როლის გაძლიერება.

     



< უკან იხილეთ სხვა სურათები
სიახლეები