English | Follow us
პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია.
11 ივლისი, 2017

დღეს, გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ახალი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებენ კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი(EPRC) და ასოციაცია „ათინათი“. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ბ-ნი ტომას შრაპელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნინო ჯავახაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ბ-ნი ვინსენტ რეი. პროექტი და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წარადგინეს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ქ-მა ნინო ევგენიძემ და პროექტის მენეჯერმა ქ-მა ირინა გურულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

     



< უკან იხილეთ სხვა სურათები
სიახლეები