English | Follow us
ტრენინგები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიზანია თანამედროვე ცოდნაზე დამყარებული განათლების მიტანა ქართულ საზოგადოებამდე. ამ მიზნით ცენტრი ახორციელების ტრენინგ-პროექტებსა და პროგრამებს ისეთ თემებზე, როგორიცაა თანამედროვე აღრიცხვის სტანდარტები საქართველოში, საგადასახადო კოდექსი, საჯარო ფინანსების მონიტორინგის მეთოდები, პროგრამული ბიუჯეტირება და ასე შემდეგ. ტრენინგების სამიზნე აუდიტორიაა - პარლამენტარები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სტუდენტები, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური უმცირესობები, კერძო სექტორი.
ტრენინგები პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების თანამშრომლებისთვის
დონორი: ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის / ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 
ხანგრძლივობა: 2014 - 2015
სტატუსი: მიმდინარე

პროექტის მიზანი 

პროექტის მიზანია კომიტეტის თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდა და პარლამენტის, როგორც ბიუჯეტის საზედამხედველო ორგანოს როლის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ექსპერტები, ატარებენ ტრენინგებს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების თანამშრომლებისთვის.
 
პროექტის მიზნებისთვის შეირჩა ოთხი კომიტეტი: ჯანდაცვის, აგრარული, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა დაცვის. ამ ოთხი კომიტეტისთვის, საბიუჯეტო ციკლის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებში როგორიცაა: საბიუჯეტო პრინციპები, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, პარლამენტის როლი საბიუჯეტო პროცესებში, ბიუჯეტის ანალიზი, პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპები, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD) და ბიუჯეტი. 

პროექტის პროდუქტები:
ტრენინგი ბიზნესის დაწყების მსურველი ქალებისთვის რეგიონებში
დონორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 2015 
სტატუსი: მიმდინარე
 
პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვან ჩართულობას ეკონომიკურ პროცესებში.

პროექტის პროდუქტები

თანამედროვე ფინანსური აღრიცხვის სტანდარტები რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის
დონორი: ამერიკის საელჩო საქართველოში, მცირე გრანტების პროგრამა
ხანგრძლივობა: 2012 - 2013 
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანი

პროექტი შეიქმნა მედიის დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად  _ რეგიონალურ მედია ორგანიზაციებში თანამედროვე ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების დანერგვის გზით.  პროექტში უდიდესი მნიშვნელობა ეთმობა თანამედროვე აღრიცხვის პროგრამების დანერგვას მედია ორგანიზაციებში, კომპიუტერული პროგრამის შეძენას და, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას, კონსულტაციებს და ექსპერტების რჩევებს (ფინანსური აღრიცხვის რეგულირებასთან დაკავშირებით). 

პროექტის პროდუქტები 


ახალი საგადასახადო კოდექსი _ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებისთვის
დონორი: საქართველოში ამერიკის საელჩოს მცირე გრანტის პროგრამა
ხანგრძლივობა: 2010
სტატუსი: დასრულებული



პროექტის მიზანი  

მრავალეთნიკურ საქართველოში აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართული მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ იმ ფინანსური და ეკონომიკური საკითხების შესახებ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მათ საქმიანობას. პროექტი მიმართულია კონკრეტულად იმ სფეროსკენ, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე - საგადასახადო კოდექსზე; პროექტის მიზანია ეროვნული უმცირესობის მოქალაქეების ინფორმირება საგადასახადო კოდექსის საკითხებზე და მათ გავლენაზე ბიზნეს საქმიანობაზე. 

პროექტის პროდუქტები
ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში
დონორი: UNDP/გაეროს განვითარების პროგრამა 
ხანგრძლივობა: 2010 
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანი  

პროექტი ითვალისწინებს ვორკშოპების/ტრეინინგების ჩატარებას სახელმწიფო ფინანსებისა და ბიუჯეტის კონტროლის მიზნით პარლამენტის წევრებისთვის და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებისთვის.

პროექტის პროდუქტები

 

რეგიონალური მედია ქსელი - ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის
დონორი: EU/UGPN (ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი) 
ხანგრძლივობა: 2010 
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანი  

პროექტის მიზანია გაზარდოს მედიის მიერ საბიუჯეტო საკითხების გაშუქების ინტენსივობა, რაც, შესაბამისად, ზრდის მოქალაქეების ინფორმირების დონეს ქვეყანაში საბიუჯეტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. იმავდროულად, შეიქმნა რეგიონალური მედია ქსელი, რამაც უზრუნველყოფო პროექტის გრძელვადიანი მდგრადობა და მონიტორინგის შემდგომი პროექტების განხორციელება რეგიონებში.

პროექტის პროდუქტები


სიახლეები