English | Follow us
ლიდერთა განვითარების აკადემია
დონორი: GGI ACCESS/USAID, სტენფორდის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხანგრძლივობა: 2015 - 2016

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად იწყებს ერთობლივ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development - LAD) დაარსებას საქართველოში. ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში გაუძღვებიან სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა, როჯერ ლიდსი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლიდან და კენტ ვეივერი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან. 

ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. კურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ლიდერობის, გარდაქმნების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ორგანიზაციების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯაროს სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. 

ლიდერთა განვითარების აკადემიის 5 დღიანი, ინტენსიური სასწავლო კურსის განმავლობაში, კურსისის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან დაეუფლებიან ორგანიზაციული მართის სხვადასხვა დოენზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ამუშავებს რამდენიმე ქეისს, რომელთა დახმარებითაც, მონაწილეები რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს, განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. 

პროექტის პროდუქტები

 ლიდერთა განვითარების აკადემიის პირველი კურსი 2016 წლის იანვარი


< უკან
სიახლეები