English | Follow us
ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) 2017
დონორი: ლიბერთი ბანკი
ხანგრძლივობა: 2017
სტატუსი: მიმდინარე

2017 წლის 1-7 მარტს, საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) მეორე სალექციო კურსი ჩატარდა.
მოგეხსენებათ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის ერთობლივი პროგრამა - ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD, 2016 წლის იანვარში დაარსდა. საქართველოში პროგრამის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

პროგრამა გულისხმობს საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. კურსის მონაწილეები ირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნებიდან.

ლიდერთა განვითარების 2017 წლის სალექციო კურსს საქართველოში ხელმძღვანელობდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაუფლებოდნენ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.

პროექტის პროდუქტები: 

ლიდერთა განვითარების აკადემიის მეორე კურსი 2017 წლის მარტი


< უკან
სიახლეები