English | Follow us
კვლევის პრეზენტაცია: ''დიასპორული ინვესტიციები და ქართული დიასპორა''
14 თებერვალი, 2017

2017 წლის 14 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ჩატარებული კვლევის - დიასპორული ინვესტიციები და ქართული დიასპორა - პრეზენტაცია გაიმართა. 

სიტყვით წარსდგნენ მომხსენებლები ნინო ევგენიძე EPRC–ის აღმასრულებელი დირექტორი და ირინა გურული - EPRC–ის დირექტორის მოადგილე. კვლევაში შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქართული დიასპორის პოტენციალი გამოკვლეულ იქნა სამი მიმართულებით, ესენია: დიასპორების სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა, დიასპორა როგორც ინვესტორი ფინანსურ ბაზრებზე და დიასპორა როგორც ცოდნის გადაცემის წყარო. საკომიტეტო მოსმენის ფორმატში კვლევაში დასმულ ყველა აქტუალური საკითხის თაობაზე დისკუსია წარიმართა.

     



< უკან
სიახლეები