English | Follow us
ანგარიშის პრეზენტაცია: საქართველო და ჩინეთი
13 იანვარი, 2017

ხუთ­შა­ბათს, 12 იან­ვარს, 12:00 სა­ათ­ზე, სას­ტუმ­რო თბი­ლი­სი რუმ­ს­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტ­რის (EPRC) პე­რი­ო­დუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის­ - ­სა­ქარ­თ­ვე­ლო და მე­ზობ­ლე­ბის პრე­ზენ­ტაცია გა­ი­მარ­თა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობას ეძღვნებოდა. 

პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით წარსდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ძი იანჩი. მან ისაუბრა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღმავებაზე. ასევე მიმოიხილა "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ინიციატივა, კერძოდ ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს ინიციატივა სთავაზობს საქართველოს და სხვა მონაწილე ქვეყნებს. გარდა ამისა, ელჩმა დააანონსა, რომ 17 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. შეხვედრას ასევე ესწორებოდნენ საჯარო, კერძო და დიპლომატიური კორსპუსის წარმომადგენლები. კვლე­ვა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ან­გა­რი­შე­ბის ციკ­ლის „საქართველო და მე­ზობ­ლე­ბი“ ფარ­გ­ლებ­ში, რომელიც ფონ­დი ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის „ ანა­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მის“ მხარ­და­ჭე­რით ქვეყ­ნ­დე­ბა.

     



< უკან იხილეთ სხვა სურათები
სიახლეები