English | Follow us
საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ
19 სექტემბერი, 2016

19 სექტემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ. 

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პარტიების წარმომადგენლებმა: რესპუბლიკური პარტია (ბატონი თენგიზ ქოჩუა), „ქართული ოცნება“ (ბატონი გობრონ ჯახია), ნაციონალური მოძრაობა (ქალბატონი ლელა ქებურია), პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის (ბატონი ნიკა ობოლაძე). შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. შემდეგი შეხვედრა გაიმართება 23 სექტემბერს, 13:00 საათზე ქალაქ ახალციხეში.

     



< უკან
სიახლეები