English | Follow us
ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად
დონორი: აშშ-ს საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 2016 - 2017
სტატუსი: მიმდინარე

პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას ამომრჩევლების ინფორმირების, ზოგადად საზოგადოებისთვის და რეგიონული მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დროული ინფორმაციისა და პროფესიული შეფასების მიწოდების გზით. 

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას და საზოგადოების აქტიური ჩართულობით პოლიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას რეგიონებში. 

 პროექტის ძირითადი ამოცანები: 

 • რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება და პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შესახებ გამართულ საჯარო დებატებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, ღია დისკუსიების ორგანიზებისა და წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ სანდრო ინფორმაციის მიწოდების გზით;
 • პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სოციალური და ეკონომიკური პლატფორმის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტული შეფასებების მომზადება, რაც დაეხმარება ქართველ ამომრჩეველს იყოს ინფორმირებული და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება; 
 • პროექტი ითვალისწინებს ვებ-გვერდის www.econpolicyfact.ge განახლებას და პოლიტიკური პარტიების განახლებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განთავსდებას;
 • პოლიტიკური პარტიების უნარების გაუმჯობესებას სოციალურ-ეკონომიკური პლატფორმების მომზადების და პოლიტიკური დებატების რეგიონის / სოფლის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით ორგანიზების თვალსაზრისით.


< უკან
სიახლეები