English | Follow us
საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი: ენერგოუსაფრთხოება-ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა
დონორი: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)/აშშ-ს საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 2016
სტატუსი: დასრულებული

9 ივნისს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS) ერთად უმასპინძლებს საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს: ენერგოუსაფრთხოება-ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი კლასის მოაზროვნეები, რეგიონული და გლობალური ენერგეტიკული საკითხების ექსპერტები, გამორჩეული მომხსენებლები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლიტიკის შემმუშავებელი პირები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. 

კონფერენციის მთავარი მიზანია, პოლიტიკის რეკომენდაციების და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება საერთაშორისო ენერგოთანამშრომლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ასევე, საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნების როლის განსაზღვრა ევროპისთვის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.


< უკან
სიახლეები