English | Follow us
ტრანს სასაზღვრო ეკონომიკური განვითარება
დონორი: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
ხანგრძლივობა: 2016
სტატუსი: დასრულებული

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს, ტავუშისა და ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საბაზისო კვლევის წარმოება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამაგიდო და საველე კვლევა და გამოვლინდება 4 ეკონომიკური სექტორი, რომლებიც ქვემო ქართლსა და ტავუშის რეგიონში არის განვითარებული და გააჩნია ტრანს სასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობა.

სამაგიდო კვლევის შედეგად დადგინდება თუ რა რეგულაციები არის დაკავშირებული მოკვლეულ სექტორებში ინვესტიციების განხორციელებასთან, რა ტიპის საწარმოო, საგადასახადო, სანებართვო ან სასერთიფიკაციო მოთხოვნები არსებობს საქართველოსა და სომხეთში, როგორია სომხეთისა და საქართველოს შორის საექსპორტო და საიმპორტო კანონმდებლობა და რა პრაქტიკული გამოწვევები არსებობს, არსებობს თუ არა საქართველოსა და სომხეთში წარმოებული პროდუქციისთვის ბაზარი ევროკავშირსა და ევრაზიული კავშირის მასშტაბით.

ხოლო, საველე კვლევის შედეგად დადგინდება შერჩეულ სექტორებში არსებული ღირებულებათა ჯაჭვების მოთამაშეების პროდუქცია, წარმოება, შესაძლებლობები ასევე თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოძიების პროცესში არსებული გამოწვევები, რაც არსებობს ისტორიულად ან საფუძველი ჩაეყარა ასოცირების ხელშეკრულების და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გაჩენისას საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. 

პროექტის პროდუქტები: 

სამაგიდო კვლევისა და საველე შედეგების საბოლოო ანგარიში


< უკან
სიახლეები