English | Follow us
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ''ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი''
2015 წლის 7-8 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), უმასპინძლეს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“. კონფერენცია გაიმართა სასტუმროში თბილისი რუმსში(სასტუმროს ბაღი). თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებმა. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, ასევე გაიმართა დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.
გალერეა
ვიდეო
სიახლეები