English | Follow us
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ''დემოკრატიის არსი''
2015 წლის 26-27 მარტს, თბილისში, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზანაესობის ცენტრთან (CDDRL) ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ნიკოლას ბერლინერი (მისიის უფროსის მოადგილე,აშშ საელჩო თბილისში); ტედ ვაიტსაიდი - ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში. კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა; აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის როლი რეგიონში; საქართველოს ადგილი ამ პროცესში და ა.შ. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარება დემოკრატიული რეფორმების სფეროში და ამავე დროს, მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში.
გალერეა
ვიდეო
სიახლეები