English | Follow us
საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში
დონორი: ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის / ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
ხანგრძლივობა: 2014 - 2015

პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ექსპერტები, ატარებენ ტრენინგებს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების თანამშრომლებისთვის. პროექტის მიზნებისთვის შეირჩა ოთხი კომიტეტი: ჯანდაცვის, აგრარული, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა დაცვის. ამ ოთხი კომიტეტისთვის, საბიუჯეტო ციკლის პარალელურად ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებში როგორიცაა: საბიუჯეტო პრინციპები, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, პარლამენტის როლი საბიუჯეტო პროცესებში, ბიუჯეტის ანალიზი, პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპები, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი (BDD) და ბიუჯეტი. თითოეული ტრენინგის შემდეგ, ცენტრის ექსპერტები მენტორობას უწევენ კომიტეტის თანამშრომლებს და ეხმარებიან მათ ბიუჯეტის პროექტსა და ანგარიშგების შესახებ სრულყოფილი დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებაში. 

პროექტის მიზანია კომიტეტის თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდა და პარლამენტის, როგორც ბიუჯეტის საზედამხედველო ორგანოს როლის გაძლიერება

პროექტის პროდუქტი: 


 საბიუჯეტო ციკლი და პროგრამული ბიუჯეტირება, 04.11.2014
 


< უკან
სიახლეები