English | Follow us
ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება
დონორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 2015

პროექტის მიზანია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქალ მეწარმეთა შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და სრულფასოვან ჩართულობას ეკონომიკურ პროცესებში. 

პროექტის აქტივობები დაყოფილია სამ ეტაპად: ტრენინგი, პროექტის მონაწილეების ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად საჭირო საწყისი დაფინანსებით უზრუნველყოფა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტების მიერ პროექტის მონაწილეებისთვის დისტანციური მონიტორინგი და კონსულტაციები. 

პირველ ეტაპზე ჩატარდება 4 ტრენინგი მეწარმეობასა და ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების შესახებ სულ მცირე 50 თვითდასაქმებული, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ქალბატონისათვის. 5-10 ქალი მეწარმე, რომელიც საუკეთესო ბიზნეს გეგმას წარადგენს დაფინანსდება გეგმის განსახორციელებლად საჭრო საწყისი თანხით, 1000 ლარის ფარგლებში.

დაფინანსების მიღების შემდეგ პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის გუნდთან, რათა  სამომავლო გეგმების განსახორციელებლად გაეცნონ დამატებითი დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებს.

პროექტის პროდუქტები

 












ბიზნეს გეგმის მაგალითი - ბიზნეს გეგმის მაგალითი

< უკან
სიახლეები