English | Follow us
ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი ფონდი - კვლევითი გრანტები
დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტი - ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი ფონდი
ხანგრძლივობა: 2014 - 2015

პროექტი ხორციელდება ანალიტიკური ორგანიზაციების ინიციატივის (TTI), ანალიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერი ფონდისა (TTF) და ინდონეზიის განათლების სექტორის ინიციატივის (KSI) ფარგლებში. 

პროექტი მიზნად ისახავს ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის ახალი ურთიერთობების წახალისებას და კვლევით პროექტებში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას, ასევე ორგანიზაციულ განვითარებასა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის ძალისხმევის გაუმჯობესებას. 

პროექტში მონაწილეობას იღებს 9 განვითერებადი ქვეყნის 10 კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა კვლევით პროექტებში თანამშრომლობენ და პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს აღნიშნული პროექტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროგრამების მენეჯერი ირინა გურული იყო აღნიშნული პროექტის ერთერთი შერჩეული მონაწილე და 4 სხვადასხვა ქვეყნის ბრაზილიის, ეკვადორის, არგენტინის და უნგრეთის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ორგანიზაციის საქმიანობის თვითშეფასების კვლევაზე, რომელის ფარგლებშიც, თითოეული წარმომადგენელი საკუთარი ორგანიზაციის მაგალითზე ამზადებს case study-ს. 

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: exchange.onthinktanks.org 

 პროექტის პროდუქტი: ანალიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის თვითშეფასების კლვევა


< უკან
სიახლეები