English | Follow us
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება
დონორი: აშშ საელჩო საქართველოში/მცირე გრანტების პროგრამა
ხანგრძლივობა: 2015 - 2016

პროექტის მიზანია მიაწოდოს პოლიტიკის შემმუშავებელ პირებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს კვალიფიციური ანალიზი და პროგნოზები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ეფექტის შესახებ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და ჯანსაღი საჯარო დისკუსიის სტიმულირებას. 

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ტენდენციების ფონზე, როცა ქვეყანაში ზრდადი და ძლიერი ანტი-ევროკავშირის და ანტი-NATO კამპანიები მიმდინარეობს.

გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სამთავრობო სტრუქტურებში უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი არგუმენტები ქვეყნის მიერ არჩეული როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსის დასასაბუთებლად. 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები: 

პოლიტიკის შემმუშავებელი პირების და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის მომზადდება ანალიტიკური დოკუმენტი და შესაბამისად მოხდება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ეფექტიანობის სრულყოფილი შეფასება;

გაიზრდება საზოგადოებრივი დისკუსიის ხარისხი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ეფექტის კვლევის საფუძველზე;

ასევე ამაღლდება სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების ცნობიერება იმის თაობაზე, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს მათ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.

პროექტის პროდუქტები

ანალიტიკური დოკუმენტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ; 

საჯარო ლექციები, რომელიც ახალ მედიაში განთავსდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


< უკან
სიახლეები