English | Follow us
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია-ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, აშშ საელჩო, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
ხანგრძლივობა: 2015
სტატუსი: დასრულებული

2015 წლის 7-8 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), უმასპინძლებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით: „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“. კონფერენცია გაიმართება სასტუმროში თბილისი რუმსი (სასტუმროს ბაღი). 

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მიზანიაერთად შეკრიბოს საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას, გაიმართება დისკუსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ.



< უკან
სიახლეები