English | Follow us
ელექტრონული სერვისების ეფექტურობის და ეფექტიანობის შეფასება საქართველოში
დონორი: ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ხანგრძლივობა: 2014 - 2015

კვლევის მიზანია საქართველოში განხორციელებული 5 ელექტრონული სერვისის ეფექტურობის და ეფექტიანობის შეფასება. კერძოდ - e-დეკლარაცია, e-ტენდერები, e-აუქციონი, e-ნოტარიუსი და საჯარო მომსახურებების პორტალი. კვლევის ფარგლებში, შერჩეული სერვისების ანალიზის საფუძველზე, წარმოდგენილია რეკომენდაციები არსებული სერვისების გასაუმჯობესებლად. ამასთან, ანგარიშში გამოკვეთილი ტენდენციები დაეხმარება შესაბამის სამთავრობო უწყებებს მომავალი ინიციატივების დაგეგმვაში. . დამატებით, ანგარიში წარმოადგენს სახელმძღვანელოს გადაწვეტილებების მიმღებთათვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ექსპერტული წრეებისთვის, მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო ელ. სერვისების შექმნასა და მათი ეფექტიანობის ანალიზისთვის. კვლევა ტარდება ესტონური „პრაქსის პოლიტიკის სწავლების ცენტრთან“ თანამშრომლობით. 

პროექტის პროდუქტები
 

სახელმწიფო ელ. სერვისების შეფასების სახელმძღვანელო
 


< უკან
სიახლეები