26 ივლისი, 2017
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 2017 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 211.9 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 18.9 მლრდ ლარი შეადგინა.
ვრცლად >
25 ივლისი, 2017
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2017 წელს, გასული წლისგან განსხვავებით, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება შეამცირა. კერძოდ, 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება, დაახლოებით, 83 მლნ ლარით შემცირდა. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შემცირებულია 75 მლნ 430 ათასი ლარით, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 3 მლნ 930 ათასი ლარით, მევენახეობა- მეღვინეობის განვითარება - 450 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - 3 მლნ 400 ათასი ლარით.
ვრცლად >
24 ივლისი, 2017
აჭარა საქართველოს მცხოვრებთათვის, პირველ რიგში, ზღვისპირა კურორტია, სადაც სწორედ მზიანი ამინდისა და წყნარი ზღვის საპოვნელად ჩადიან. თუმცა იმას, თუ რომელი ღირსშესანიშნაობები იპყრობს, ასევე, ტურისტთა ყურადღებას და, სანაპიროს გარდა, სად შეიძლება ვიხილოთ დასასვენებლად ჩასული ვიზიტორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გვამცნობს.
ვრცლად >
21 ივლისი, 2017
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ივნისის სამრეწეველო პროდუქციის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ინდექსის ცვლილებამ, წინა თვესთან შედარებით, 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 12,3 პროცენტი შეადგინა.
ვრცლად >
20 ივლისი, 2017
საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის უკვე წელიწადზე მეტია ჩინეთი იკავებს ადგილს. 2017 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ჩინეთი მეორე ადგილზეა, პირველ და მესამე ადგილებს ტრადიციული მეზობლები - თურქეთი და რუსეთი - ინაწილებენ, ევროკავშირის წილმა კი ექსპორტში კვლავ 30 %-ს გადააჭარბა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ვრცლად >
19 ივლისი, 2017
მიმდინარე კვირას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დეტალები გახდა ცნობილი. დღეს საზოგადოებას ამ ხედვის საინტერესო მიგნებებს გავაცნობთ და, პირველ რიგში, შევეხებით თემას, რომელიც თბილისის მცხოვრებთა დიდ ნაწილს აწუხებს.
ვრცლად >
17 ივლისი, 2017
წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 %-ით გაიზარდა.
ვრცლად >
14 ივლისი, 2017
საკმაოდ ცივმა ამინდებმა საქართველოს ზღვისპირეთის ტურისტულ სეზონს საფრთხე შეუქმნა, თუმცა სასტუმროების უმეტესობა დაჯავშნილია და აჭარა ძირითადად კვლავ ტრადიციული ტურისტების იმედადაა. სანამ წლევანდელი სეზონის შედეგებს შეაჯამებენ, ვფიქრობთ, საინტერესოა აჭარის გასულ სეზონზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც საყურადღებო უნდა იყოს მომავალი ტურისტული გეგმების დასაწყობად.
ვრცლად >
12 ივლისი, 2017
2017 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94 %-ით გაიზარდა. აეროპორტის მენეჯმენტის ცნობით, ტერმინალი 41 812 მგზავრს მოემსახურა. ამასთან, 66 %-ით გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობა და 2017 წლის ივნისის მონაცემები 166 რეისს ითვლის.
ვრცლად >
11 ივლისი, 2017
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14 % (55.7 მილიონი დოლარი) მშენებლობის სექტორში განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობით, სამშენებლო სექტორი სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (35 %, 141.1 მილიონი დოლარი), უძრავი ქონებით ოპერაციებისა (20 %, 80.3 მილიონი დოლარი) და საფინანსო სექტორის (20 %, 79.6 მილიონი დოლარი) შემდეგ.
ვრცლად >